საქართველოს ნაკრების და ახლა უკვე “ჰამბურგის” 22 წლის შემტევის, გიორგი ჩაკვეტაძის გერმანული კარიერა კარგ ნოტაზე დაიწყო.
გიორგის “გენტში” საქმე კარგად ნამდვილად არ მიდიოდა, რადგან დაახლოებით ორი წელი ლაზარეთში იმყოფებოდა და მთავარი მწვრთნელიც არ ენდობოდა.
ჩაკვეს სიტუაცია გერმანიაში შედარებით გამოსწორდა და “გენტი” აპირებს, მისი სატრანსფერო ფასი მინიმუმ 3.5-4 მილიონ ევრომდე გაზარდოს.
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე “ჰამბურგში” მშრალი იჯარით არის გადასული.





