22 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ემერსონ როიალი კარიერას ლონდონის “ტოტენჰემში გააგრძელებს. ინფორმაცია ინგლისურმა გუნდმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი რამოდენიმე კვირის წინ ბლაუგრანას 9 მილიონი ევროს სანაცვლოდ “ბეტისიდან” შეუერთდა, თუმცა კატალონიელებმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყვიტეს.
ნუნო ეშპირიტუ სანტოს გუნდმა ახალგაზრდა მცველი 25 მილიონ ევროდ შეიძინა, ემერსონმა ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
✍️ We are delighted to announce the signing of Emerson Royal from @FCBarcelona! 🇧🇷
Welcome to Spurs! 🙌
— Tottenham Hotspur (@SpursOfficial) August 31, 2021