2021 წლის ძიუდოს მსოფლიო ტურს პრესტიჟული ტურნირი – მასტერსი გახსნის. 11-13 იანვარს, დოჰაში წონის რეიტინგის პირველ 36 ძიუდოისტს ექნება ასპარეზობის უფლება.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მასტერსამდე საბოლოო ცვლილებები ახლახან დასრულებულმა აფრიკის ჩემპიონატმა შეიტანა. შედეგების მიხედვით, რეიტინგში პოზიციები დათმო ავთანდილ ჭრიკიშვილმა – 35-დან 37-ე ადგილზე გადაინაცვლა და მასტერსს მიღმა დარჩა. შესაბამისად, ახალი რეიტინგის თანახმად საქართველოდან მასტერსზე მონაწილეობის უფლება 14 ვაჟსა და 2 ქალს აქვს.
ესენი არიან:
-60 – ლუხუმ ჩხვიმიანი, ამირან პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე
-66 – ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
-73 – ლაშა შავდათუაშვილი
-81 – ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე
-90 – ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური
-100 – ვარლამ ლიპარტელიანი
+100 – გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი
-52 – ტატიანა ლევიცკა-შუკვანი
-57 – ეთერ ლიპარტელიანი