8 მარტს სტარტს დოჰას უპრესტიჟლესი საჩოგბურთო ტურნირი იღებს სტარტს, რომლის საპრიზო ფონდიც 890 ათას დოლარზე მეტია. ერთ წლიანი პაუზის შემდეგ, სწორედ ყატარის დედაქალაქში უბრუნდება კორტს ლეგენდარული როჯერ ფედერერი, რომელსაც ორგანიზატორებმა მეორე განთესვა მიანიჭეს. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ დოჰაში პირველი ნომრად ავსტრიელი დომინიკ ტიმია განთესილი.
დიდებული შვეიცარიელი ჩოგბურთელის დაბრუნება ყველას გვახარებს, მაგრამ დოჰას ტურნირისადმი ჩვენ ჩვენი ინტერესი და სატკივარი გვაქვს – ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც შარშან გაზაფხულიდან მოყოლებული საშინელ რეგრესს განიცდის. წელიწადზე მეტია მხოლოდ ორი მოგების ამარაა და ისიც ანტალიის ტურნირზე უსახელი მეტოქეებთან.
მოკლედ, ნიკოლოზ ბასილაშვილი სხვებთან ერთად დოჰაში იქნება და შეეცდება ნავსი გატეხოს. წილისყრამ მას მეტოქედ ავსტრალიელი ჯეიმს მილმანი არგუნა, რომელიც რეიტინგის 39-ე ნომერია, ჩვენებური კი ერთი საფეხურით ქვემოთ. ბასილაშვილი და მილმანი ერთმანეთს 8 მარტს დაუპირისპირდებიან.
ბასილაშვილს და მილმანს შორის ურთიერთშეხვედრების ანგარიში თანაბარია – 2:2. ქართველი ჩოგბურთელის დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე წყვილის ფავორიტად ჯეიმს მილმანია, მაგრამ იმედია ბასილაშვილი ამ ვარაუდს და მეტოქესაც ცივ შხაპს გადაასხამს.
ბოლოს კი ისიც ვთქვათ, რომ დოჰას ტურნირის მოქმედი ჩემპიონი რუსი ანდრეი რუბლევია.