თბილისის “დინამოს” სრულმა შემადგენლობამ ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. ინფორმაციას დედაქალაქური გუნდის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

შეგახსნებთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო ეროვნული ლიგა შეწყდა. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 4 სექტემბრიდან განახლდება.








