ლეგენდარული დიეგო მარადონას გარდაცვალების ამბავი უკვალოდ რომ არ ჩაივლიდან იმთავითვე ნათელი იყო. დიდებული არგენტინელი ფეხბურთელის დაღუპვამ არა მხოლოდ საფეხბურთო სამყარო, ზოგადად მსოფლიო ჩააგდო შოკში.
ირკვევა რომ დიეგო მარადონა თავისი სიკვდილით არ მომკვდარა, ის მოკლეს. EFE-ის ინფორმაციით, ლეგენდარული ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 7 სამედიცინო მუშაკს ბრალი მკვლელობაში დასდეს.
მათ არგენტინის საზვრების დატოვება აეკრძალათ და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ბრალდებულთა შორის არიან ექიმი ომარ ალმირონი და მედდა დაიანა ხისელა, რომლებიც სიცოცხლის ბოლო საათებში დიეგოსთან იმყოფებოდნენ.
მარადონას ფსიქოლოგი კარლოს ანხელ დიასი, ფსიქიატრი აგუსტინა კოსაჩოვა, მედდები კოორდინატორი მარიანო პერონი, ექიმი ნენსი ფორლინი, რომელიც დიეგო მარადონას სახლში ჰოსპიტალიზაციაზე იყო პასუხისმგებელი და ნეოქირურგი ლეოპოლდო ლუკე.