ერთ დროს, არც ისე შორეულ წარსულში მსოფლიოს პირველი ჩოგანი ენდი მარი, რომელიც ახლა რეიტინგის 123-ე ნომერია წლის პირველი დიდი სლემის ნაცვლად, ჩელენჯერზე იასპარეზებს, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობის პარალელურად იტალიაში ჩაივლის.
შოტლანდიელმა ჩოგბურთელმა მელბურნში გამგზავრებაზე უარი კორონავირუსზე დადებითი ტესტის შემდეგ, იძულებით თქვა. როგორც მარიმ განმარტა, ის მწვანე კონტინენტზე სავალდებულო კარანტინის გავლას ვერ მოასწრებდა.
ენდი მარის რეიტინგში ასე საგრძნობი დაქვეითება კი ტრავმით იყო გამოწვეული. ჩოგბურთის მოყვარულთ ეცოდინება, რომ 33 წლის ჩოგბურთელი კარიერის დასრულებასაც კი აპირებდა, თუმცა ბოლოს ოპერაცია გაიკეთა და აქტიური სპორტიდან წასვლა გადაიფიქრა.
ენდი მარი, 15-21 თებერვალს, იტალიის ქალაქ ბიელაში ჩავა და დიდი სლემის ნაცვლად, მოკრძალებულ ჩელენჯერზე იასპარეზებს.





