ესპანეთის ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” 18 წლის თავდამსხმელი ანსუ ფატი ტრავმირებულია. ინფრომაციას ესპანური კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფატის დაზიანება მარჯვენა ფეხის მუხლის არეში აქვს მიღებული. 18 წლის ფორვარდმა დაზიანება “ელ-კლასიკოში” დავიდ ალაბასთან შეჯახების შედეგად მიიღო.
ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ესპანური მედიის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელი “ბლაუგრანას” მალე დაეხმარება, რადგან ტრავმა სერიოზული არ არის.





