ბელგიურმა გამოცემა voetbalnieuws გიორგი ჩაკვეტაძის “გენტიდან” წასვლას ვარაუდობს.
ამავე გამოცემამ აზრი ბელგიური კლუბის ფანებსაც ჰკითხა, დარჩეს თუ არა ჩაკვეტაძე “გენტში”. 600-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო გამოკითხვაში მონაწილეობა და ფანების 44% მიიჩნევს, რომ გიორგი “გენტს” ისევ სჭირდება და ის უნდა დარჩეს. 47%-ის აზრით კი, ქართველი ფეხბურთელი აუცილებლად უნდა წავიდეს. 9% თავის აზრს არ აფიქსირებს.
22 წლის ქართველ ფეხბურთელს ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება.
ცნობისთვის, გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში “გენტის” რიგებში 15 მატჩი ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.





