კრისტიან ერიქსენთან დაკავშირებით დანიის ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო ინფორმაცია გაავრცელა:
„კრისტიან ერიქსენი გამოფხიზლდა. ახლა მას დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება.
მატჩი დროებით გადაიდო. დამატებით ინფორმაციას უახლოეს წუთებში მოგაწვდით“, – წერია ფედერაციის განცხადებაში.
ევროპის ჩემპიონატზე, B ჯგუფის პირველი ტურში დანიისა და ფინეთის ნაკრებების შეხვედრის მიწურულს დანიის ნაკრების კაპიტანი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გაზონზე უგონოდ დაეცა.
ფეხბურთელს მაშინვე სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდნენ, საბოლოოდ ექიმებმა ერიკსენი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას სავარაუდოდ გულის შეტევა დაემართა.





