მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ “ბარსელონას” 18 წლის ფეხბურთელის ალეხანდრო ბალდეს დებიუტი შედგა. დებიუტის შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა:
“ მას შემდეგ რაც აქ მოვედი, 7 წლის ასაკში, ჩემი ოცნება ყოველთვის მთავარ გუნდში დებიუტი იყო. დღეს, 11 წლის შემდეგ, ჩემი
დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე შედგა. ეს არ ყოფილა მოსალოდნელი შედეგი, მაგრამ ბრძოლას განვაგრძობთ. წინ ბარსა“ -ალეხანდრო ბალდე
შეგახსენებთ, რომ 18 წლის მცველი კატალონიური კლუბის აღზრდილია და ამ გუნდის ღირსებას უკვე 11 წელია იცავს.





