„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მეკარე ბენ ფოსტერი, რომელიც „წითელ ეშმაკებში“ 2005-2010 წლებში ირიცხებოდა, მედიასთან საუბარში მისთვის ყველაზე უხერხულ ფეხბურთელებს იხსენებს.
„ულაპარაკოდ დიეგო კოშტა. ის ნამდვილი ბინძური ვირთხაა. მოედანზე კოშტა ამაზრზენად იქცეოდა. იკაწრებოდა, სისინებდა, წამითაც არ გაძლევდა მოსვენებას. მოკლედ, ძალიან გამაღიზიანებელი იყო.
კოშტას შევადარებდი ასევე ლუის სუარესსაც. მის წინააღმდეგ თამაში უბრალოდ საშინელება გახლდათ. მიზნის მისაღწევად ყველაფერზე წამსვლელი იყო.
მეორეს მხრივ კი ალბათ გუნდში მსგავსი ფეხბურთელების ყოფნა საჭიროა.“ – აღნიშნავს ბენ ფოსტერი, რომელიც ახლა პრემიერშიპის „უოტფორდის“ კარს იცავს.
ალბათ შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ლუის სუარესი „ბარსელონადან“ „ატლეტიკოში“ გადაბარგდა, ხოლო დიეგო კოშტა დღემდე უგუნდოდაა.





