2021 წლის საჩოგბურთო სეზონი ქალთა შორის აბუ-დაბიში, ხოლო ვაჟებში დელრეი ბიჩსა და ანტალიაში განახლდა.
ოკეანისგაღმა, დელრეიბიჩში, კორტზე კვლავ დარბის ივო კარლოვიჩი. ხორვატი მეჩოგნე 41 წლის არის, თუმცა როგორც ჩანს ჯერ კარიერის დასრულებას არ აპირებს. უფრო მეტიც – მან ჯიმი კონორსის რეკორდი გაიმეორა.
კარლოვიჩმა, დელრეი ბიჩში, ტურნირის სასტარტო მატჩში ესპანელი პაბლო ანდუხარი დაამარცხა. ამ ფაქტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არავინ მიანიჭებდა, რომ არა ერთი ფრიად საინტერესო გარემოება. ვეტერანი მეჩოგნე 1995 წლის შემდეგ გახდა ყველაზე ასაკოვანი, რომელმაც ATP ტურის მატჩი მოიგო.
რაც შეეხება ჯიმი კონორსს, ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა, 1995 წელს, 42 წლის ასაკში, ჰალეში შეძლო სამეფო სპორტისთვის მხცოვანს ATP-ის ეგიდით გამართულ დაპირისპირებაში გაემარჯვა.


