ნიკოლოზ ბასილაშვილმა შტუტგარტის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო.
ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში გერმანელ წარმომადგენელს, დასტინ ბრაუნს შეხვდა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 303-ე ადგილს იკავებს. მატჩი თავიდანვე ნიკას უპირატესობით დაიწყო და საბოლოოდ გამარჯვებამდეც დამაჯერებლად მივიდა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა მეტოქე ორ სეტში – 6:3, 7:6 დაამარცხა.
მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე მარინ ჩილიჩსა და რუდოლფ მოლეკერს შორის გამარჯვებული იქნება.





