ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირს გამოეთიშა.
ქართველი ჩოგბურთელი გათამაშების 1/8 ფინალში მსოფლიო რეიტინგის 47-ე ნომერს, ხორვატ მარინ ჩილიჩს შეხვდა და ორ სეტში – 6:3; 6:2 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ნიკამ შტუტგარტში ერთი შეხვედრა მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში გერმანელი დასტინ ბრაუნი დაამარცხა.





