საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტი ქართველი პარასპორტსმენების ძალადობრივ ქმედებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა:
“კომიტეტისთვის ეს არის უმძიმესი ფაქტი, რომელიც აზიანებს ჩვენი მოძრაობის რეპუტაციას და იმიჯს, რაც დიდი შრომის და თავდადების საფუძველზე მოვიპოვეთ ჩვენს წამრატებულ და საამაყო პარასპორტსმენებთან ერთად.
აღნიშნული ათლეტი ათვიცნობიერებს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და ინანიებს მას, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ არის ოქროს მედლის მთავარი კანდიდატი, პარალიმპიადაზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. აქვე, ჩვენ გვსურს ბოდიში მოვუხადოთ იაპონიის მხარეს და იმ სასტუმროს ადმინისტრაციასა და უსაფრთხოების სამსახურს, სადაც ადგილი ქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. კომიტეტი მადლიერია იაპონელი ხალხის სტუმართმოყვარეობისა და მეგობრული დახვედრისათვის, რასაც დღემდე ვგრძნობთ მათი მხრიდან.
ვთხოვთ, გარკვეულ მედია საშუალებებს, ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს მთლიანად პარაძიუდოისტთა ნაკრები მონაწილეობდა ამ ინციდენტში და მათ, ან მითუმეტეს, საქართველოს დელეგაციას პარალიმპიადიდან მოხსნის საფრთხე ემუქრება. უფრო მეტიც, ნაკრების უმეტესობას არც გაუგია ამ შემთხვევის შესახებ, ვინაიდან კეთილსინდისიერად იცავდა კარანტინის წესებს.
ასევე, ტყუილია, თითქოს ნაკრების წევრს დაუდგინდა კოვიდ 19. ვირუსი დაუდგინდა მხოლოდ სპორტის სხვა სახეობის ერთ-ერთ მწვრთნელს, რომლის კონტაქტიც სავარაუდოდ ერთ-ერთი ქვეყნიდან მომავალი პარასპორტსმენია, რომელსაც ჩვენი მწვრთნელი აეროპორტში გადაადგილების დროს დაეხმარა.
ნებისმიერი დეზინფორმაცია მხოლოდ ჩვენი პარასპორტსმენების დემოტივაციას შეუწყობს ხელს, რაც დაუშვებელია! ამჟამად, საქართველოს პარალიმპიური ნაკრების თითოეული წევრი კარგად გრძნობს თავს, 17 აგვისტოს შევალთ ოლიმპიურ სოფელში და აღვმართავთ საქართველოს დროშას, 25 აგვისტოდან კი დავიწყებთ ბრძოლას უმაღლესი და ისტორიული შედეგებისთვის.
P.S. აქვე, ჩვენ თითოეულ მედია საშუალებას ვთხოვეთ, რომ სამშობლოში დავრუნებამდე აღნიშნული ათლეტის სახელი და გვარი არ გაჟღერებულიყო, სამწუხაროდ მხოლოდ ერთი მოიქცა განსხვავებულად. ჩვენ, ცხადია, არ დავტოვებთ ბედის ანაბარა არც იმ ადამინს, ვინც პირველ რიგში, საკუთარ თავს ავნო ყველაზე მეტად და ვეცდებით უმტკივნეულოდ გაიაროს ექსტრადაციის პროცედურები, მაგრამ მთავარი ყურადღება დღეს არის იმ 13 სამაგალითო პარასპორტსმენისკენ, ვინც ტოკიოში უნდა ასახელოს ქართული სპორტი, პარალიმპიური ოჯახი და საქართველო!” – წერია განცხადებაში





