საქართველოს დედაქალაქი ისტორიაში პირველად ძიუდოს გრანდ სლემს მასპინძლობს.
57კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიადის ლიცენზიანტი, ეთერ ლიპარტელიანი ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის ჭიდაობდა.
ლიპარტელიანმა ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, კანადელ კრისტა დეგუშის იპონით სძლია და თბილისის გრანდ სლემის ფინალში კოსოვოელ ნორა გიაკოვას დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ძიუდოს ფედერაციისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიურ სასახლეში გულშემატკივრის დასწრება იგეგმებოდა, თუმცა საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვეტილება უარყო და თბილისის გრანდ სლემი ქომაგების გარეშე მიმდინარეობს.





