ტოკიოში მიმდინარე ჰარუ ბაშო ნელ-ნელა დასკვნით ფაზაში შედის. დღეს ტურნირის მე-13 დღის ბრძოლები გაიმართა.
ქართველ გულშემატკივართა ინტერესი ბუნებრივია ლევან გორგაძის, იგივე ტოჩინოშინის მიმართ არის მიპყრობილი. სამწუხაროდ, ქართველი სუმოისტი ძველი ფორმისგან შორს არის და ამჯერად მისი მთავარი ამოცანა არა უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა, არამედ დადებითი ბალანსის შენარჩუნებაა.
ტოჩინოშინის მეტოქე კირიბაიამა გახლდათ. 24 წლის მონღოლ სუმოისტს ტოჩინოშინი აქამდე 3-ჯერ შეხვედროდა და ურთერთშეხვედრებში 2:1 უგებდა. ქართველმა სუმოისტმა კირიბაიამას ამჯერადაც აჯობა და ჰარუ ბაშოზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, ისე კი უკვე მე-6 ბრძოლა მოიგო.
შეგახსენებთ, ტოჩინოშინს მარცხის უფლება არ ჰქონდა, რადგან ასეთ შემთხვევაში ჰარუ ბაშოზე უარყოფით ბალანსს გაიფორმებდა.





