ის, რომ ანდრეა პირლოს წყალი აქვს შემდგარი და ულტიმატუმი წაუყენეს ფეხბურთის მოყვარულთ წესით ეცოდინებათ. სერია ა-ს მორიგ ტურში „ბენევენტოსთან“ საკუთარ მოედანზე წაგების შემდეგ, „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ პირლოს თითი დაუქნია და საკმაოდ მკვახედაც ელაპარაკა.
დიდი ალბათობით, მომავალი სეზონიდან „ბებერ ქალბატონს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. საკითხავი ის არის, ვის ანდობენ ამ საპასუხიმსგებლო მისიას.
პოპულარულმა იტალიურმა გამოცემამ La gazzetta delo sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „იუვენტუსის“ ბოსები სერიოზულად განიხილავენ ზინედინ ზიდანის საკითხს, თუმცა იქვე აჟღერებენ მასიმილიანო ალეგრისაც, რომელიც „იუვენტუსს“ პირლომდე წრთვნიდა.
ამბობენ, რომ დიდად წინააღმდეგი არც თავად ზიდანია და „რეალის“ ამჟამინდელ მწვრთნელს სურს კრიშტიანო რონალდოსთან ისევ იმუშაოსო.
მოკლედ, აღდგომა და ხვალეო.





