მილუოკი ბაქსის სუპერვარსკვლავმა ფორვარდმა, წინა ორი რეგულარული სეზონის MVP იანის ანტეტოკუნმპომ განაცხადა, რომ ამ სეზონში მედიისგან ყურადღების ნაკლებობას განიცდის, თუმცა ეს არ ანაღვლებს.
„ჩვენ არ ვთამაშობთ იმისთვის, რომ ჩვენზე ილაპარაკონ. მე ეს მომწონს, რადგან მინდა მარტო დავრჩე. განსაკუთერებული ყურადღება არასდროს მიყვარდა.
არ მომწონს, როცა ჩვენზე ლაპარაკობენ. ეს ჩემზე და ჩემს თანაგუნდლებზე, დამატებით ზეწოლას ქმნის, რაც ჩვენს თამაშზე ძალიან უარყოფითათ აისახება.
ჩვენ უბრალოდ გავდივართ პარკეტზე, ვთამაშობთ კალათბურთს და ვასრულებთ ჩვენს საქმეს. დიახ, ზოგჯერ ჩვენზე ისაუბრებენ, ზოგჯერ – არა, მაგრამ პირადად მე, როგორც ვთქვი, მომწონს ყურადღების მიპყრობა არ მომწონს,“- განაცხადა იანისმა.





