ერთი ფრთიანი ქართული გამოთქმისა არ იყოს, „სადაც ვშობილვარ გავზრდილვარ და მისროლია ისარიო“, ჯანლუიჯი ბუფონიც ამისკენ მიისწრაფვის.
ლეგენდარული იტალიელი მეკარე აპირებს მიმდინარე სეზონის ბოლოს „იუვენტუსი“ დატოვოს და „პარმაში“ გადაბარგდეს, რათა საფეხბურთო კარიერის ბოლო წელი ამ გუნდის ძირითადი კიპერის როლში გაატაროს და შემდეგ ბუცები ლურსმანზე დაკიდოს.
ალბათ შეხსენება არ გჭირდებათ, რომ 43 წლის ჯიჯიმ თავისი დიდებული კარიერა სწორედ „პარმაში“ დაიწყო. 2001 წელს ის „იუვენტუსში“ გადავიდა და 17 წელი ამ გუნდს ერთგულად ემსახურა, შემდეგ იყო ფრანგული „პსჟ“ და კვლავ დაბრუნება „ბებერ ქალბატონში“.
ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერის მანძილზე 926 მატჩი გამართა, გაუშვა 770 გოლი, ხოლო კარი მშრალად 416-ჯერ შეინახა.





