იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში წლის მეორე სუპერტურნირი ჰარუ ბაშო მიმდინარეობს.
ტურნირის მეორე დღეს, ქართველი მეშვიდე მაეგაშირა ტოჩინოშინი პრინციპულ მეტოქეს, მეექვსე მაეგაშირა ტამავაშის დაუპირისპირდა, რომელთანაც ბალანსი 22:12-ზე ჰქონდა.
მონღოლმა მეტოქემ ტოჩის თავიდანვე აგრესიულად შეუტია, ლევანს შანსი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ ჰატაკიკომის ილეთით დამარცხდა.





