საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილმა კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ სოციალურ ქსელ Facebook-ში საშუალებით განცხადება გაავრცელა, სადაც ის იოსებ ტყემალაძეს მიმართავს:
„იოსებ, ფიქრობ, რომ რაგბი წაიღე?! ჯიბეში ჩაიდე?! გპირდები, რომ ისტორიას მხოლოდ მცირე გაუგებრობად დარჩები!
10 მარტს, იოსებ ტყემალაძე აირჩია პოლიციამ, სპეცრაზმმა და სხვა ვიწრო ინტერესების ხალხმა. პოლიცია და სპეცრაზმი იდგა მორაგბეებს და ტყემალაძეს შორის!
მადლობა ყველა ნამდვილ გულშემატკივარს ვინც იმ დღეს, რაგბის დასაცავად და უსამართლობის გასაპროტესტებლად მოვიდა. ეს მხოლოდ ერთი წაგებული მატჩია! გპირდებით, რაგბს დავიბრუნებთ
ბრძოლა ახლა იწყება!” – დაწერა ირაკლი აბუსერიძემ.





