ცუდი დროება დაუდგა „ლივერპულს“. იურგენ კლოპის შეგირდები თამაშს-თამაშზე აგებენ. მერსისაიდელთა ქომაგებმა მორიგი გაწბილება პრემიერლიგის გადადებულ მატჩში „ჩელსისგან“ იწვნიეს.
არისტოკრატებმა „ლივერპულს“ გასვლაზე 1:0 მოუგეს და ოთხეულის კარიც შეაღეს, ხოლო სალაჰი, მანე, ფირმინო და კომპანია სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილამდე დააქვეითეს.
მარცხი მარცხად და „ლივერპულის“ გულშემატკივრებს კიდევ ერთი იმედგაცრუება ელოდათ. მერსისაიდელებმა საკუთარ მოედანზე მიჯრით 5 მატჩი წააგეს, რაც კლუბის ისტორიაში არასოდეს მომხდარა. „ლივერპულმა“ აღნიშნული ხუთივე შეხვედრა საკუთარ მოედანზე წააგეს.
და ეს ყველაფერი არ არის. „ლივერპული“ პირველი გუნდია, რომელმაც ზედიზედ 5 მატჩი ინგლისის მოქმედი ჩემპიონის რანგში წააგო.
”ბარნლი’ (0:1), ”ბრაიტონი” (0:1), ”მანჩესტერ სიტი” (1:4), ”ევერტონი” (0:2) და ”ჩელსი” (0:1). ეს ის გუნდები და მატჩებია, რომელშიც „ლივერპული“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ 5-ჯერ „ენფილდზე“ დამარცხდა.





