ინტერნეტში საინტერესო ვიდეო გავრცელდა, სადაც ბრუკლინ ნეთსის სუპერვარსკვლავი კაირი ირვინგი, კანადის ქალაქ ტორონტოში თანამედროვეობის გამორჩეულ ჰიპ-ჰოპ არტისტის, დრეიკის წვეულებაზეა.
კადრებით თუ ვიმსჯელებთ, წვეულება კაირის დის ასია ირვინგის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ტარდება, რომელიც ტორტზე სანთლებს აქრობს.
ირვინგმა ნეთსის ბოლო სამი თამაში გამოტოვა. კლუბის ინფორმაციით, კალათბურთელმა ეს პირადი მიზეზით ახსნა, თუმცა როგორც ჩანს ერთობა.
საინტერესოა, რა რეაქცია აქვს ამაზე კევინ დურანტს, რომელიც ბრუკლინში კაირისთან კოლაბორაციის გამო გადავიდა, თუმცა ფაქტია, რომ ჭირვეულხასიათიან გამთამაშებელს ჯერ კალათბურთისთვის არ სცხელა.




