სუპერ ლიგის ტიტების აწ უკვე ყოფილი მოთამაშე, საქართველოს ნაკრების 30 წლის კალათბურთელი მაიკლ დიქსონი, რუმინულ კლუჟ-ნაპოკაში გადავიდა.

დიქსონი ტიტებში გასული წლის დეკემბრის დასაწყისში ჩაირიცხა. როგორც ცნობილი იყო, ის სათამაშოდ ჩინეთში მიდიოდა და ვიზას ელოდებოდა, ამის გამო ვვარაუდობდით, რომ ის მანუჩარ მარკოიშვილის გუნდში პირველი წრის ბოლომდე დარჩებოდა, მაგრამ მაიკლი როგორც ჩანს ახალმა შეთავაზებამ დააინტერესა.
მაიკლ დიქსონი 2017 წლის ევრობასკეტზე საქართველო ნაკრების შემადგენლობაში საშუალოდ 13.8 ქულა, 2.0 მოხსნა და 5.2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. მან საქართველოს ნაკრების მაისურით ყველაზე შედეგიანი მატჩი 2017 წლის ნოემბერში ჩაატარა, როდესაც 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში სერბეთს 36 ქულა ჩაუგდო და 9 პასი გააკეთა.





