ყოველი წლის მიწურულს, ყველა ორგანიზაცია, სპორტული ფედერაცია, კლუბი თუ ნებისმიერი დარგის წარმომადგენლები ტრადიციულ შეჯამებას აკეთებენ. სტატისტიკოსებსაც კალამი, ბლოკნოტი ან თანამედროვე ეპოქაში უკვე ლეპტოპ-სმარტფონები მოუმარჯვებიათ და ელემენტარულ წვრილმანსაც აღნუსხავენ.
ჰოდა, ბატონი ბრძანდებით და საფეხბურთო სტატისტიკოსებს საინტერესო ჩანაწერები უწარმოებიათ, კერძოდ კი 2020 წელს ტოპ 5 ჩემპიონატში პენალტების რეალიზაციის ხარისხიანობა.
ირკვევა, რომ წლეულს, 11 მეტრიანი ნიშნულიდან ყველაზე მეტი ზუტი დარტყმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ განუხორციელებია – 20.
ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე „იუვენტუსია“. ტურინელებმა პენალტი ზუსტად 19-ჯერ დაარტყეს. შემდეგ კი 14-14 გოლით „ვილიარეალი“ და „ლაციო“ მოდიან. 13-13 პენალტი აქციეს გოლად „ჩელსიმ“ და „რომამ“.





