ფორმულა 1-ში ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის ქალაქ სოჭში დაგეგმილ გრან პრიზე არ წავა.
“საშინელია იმის დანახვა, რაც ხდება. მე რუსეთში გრან პრიზე არ წავალ.
ვწუხვარ უდანაშაულო ადამიანებისთვის, რომლებიც კარგავენ სიცოცხლეს, რუსები მათ სულელური მიზეზების გამო ავიწროვებენ. ძალიან უცნაური და შეშლილი ქვეყანაა რუსეთი.
პირადად მე ამ ომით ძალიან შოკირებული და მოწყენილი ვარ. ვფიქრობ, ჩემი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. როდესაც ქვეყანა ომშია, იქ რბოლა, რა თქმა უნდა სწორი არ იქნება”, – განაცხადა ფეტელმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. აფეთქების ხმა ისმის უკრაინის სხვადასხვა ქალაქში. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაც არის გამოაცხადებული.






