საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოისტთა გრანდ სლემზე, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ღვინიაშვილი 1/4 ფინალში გავიდა.
ბექამ 1/4 ფინალამდე მარტივად მიაღწია, გამოცდილმა სპორტსმენმა 1/8 ფინალში ფრანგი მეტოქე ავასატე-იპონით დაამარცხა.
ბექას მსგავსად, ტატო გრიგალაშვილიც 1/4 ფინალშია, ლუკა მაისურაძე კი 1/8 ფინალურ შეხვედრას რამდენიმე წუთში ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლით საქართველოს ნაკრების საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-4 ადგილზე იმყოფება.
ბექა ღვინიაშვილის მეტოქე 1/4 ფინალურ ეტაპზე გამოცდილი კუბელი ივან ფილიპე სილვა მორალესი იქნება.





