ესპანეთის ნაკრების 26 წლის ფეხბურთელი, ადამა ტრაორე კარიერას კატალონიის “ბარსელონაში” გააგრძელებს. ინფორმაციას ესპანური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ბლაუგრანამ” 26 წლის ნახევარმცველი 6-თვიანი იჯარით დაიმატა, კატალონიურ გუნდს სეზონის ბოლოს ესპანელი ფეხბურთელის 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება.
ადამამ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და გუნდს მალე შეუერთდება.
ტრაორე სწორედ კატალონიური გუნდის აღზრდილია, ესპანელმა ფეხბურთელმა “ბლაუგრანაში” ჩატარებულ 4 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.
26 წლის ფეხბურთელმა ესპანურ გუნდში დაბრუნების შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა:
“დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. აქ დიდი ხანია, არ ვყოფილვარ. დაბრუნება ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია, რადგან ამ ქალაქში საკუთარ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გავიზარდე. მე ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემი სიხარულის მოედანზე გადატანას ვეცდები.” – განაცხადა ადამა ტრაორემ.
ადამა ტრაორემ მიმდინარე სეზონში “ვულვზში” ჩატარებულ 23 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.
🔥 Agreement for the loan of @AdamaTrd37 until June 30, 2022.
— FC Barcelona (@FCBarcelona) January 29, 2022





