29 წლის ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე შოტლანდიელ ენდი მარისთან უამრავი უნებლიე შეცდომების გამო, 1:6, 6:3, 4:6, 7:6 (7:5), 4:6 დამარცხდა. თამაში თითქმის 4 საათს გაგრძელდა.
ავსტრალიის ღია პირველობაზე წარუმატებელი ასპარეზობის მიუხედავად ნიკამ საკმაოდ სოლიდური თანხა – 103 000 ავსტრალიური დოლარი მიიღო, რაც დაახლოებით, 74 000 ამერიკულ დოლარს უდრის.





