ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე რეიტინგის მე-5 ნომერ, კელვინ კატართან 5-რაუნდიან დაპირისპირებაში დამარცხდა.
ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის მებრძოლმა, ბილ ალჯიომ პრესკონფერენციაზე გიგა ჭიკაძეზე და ქართველ ხალხზე იხუმრა:
“ეს გიგას საღამო იყო, სანამ კატარმა დაამარცხა. მაგრამ ვიცი, რომ ჭიკაძეს აქ ბევრი ფანი ჰყავს, კერპთან მიმართებით „ცუდი ბიჭის“ როლის თამაში კი ყოველთვის სახალისოა. მე გიგასთან ბრძოლა მინდა და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მის წინააღმდეგ შეხვედრა მივიღო.
უბრალოდ, ქართველების გულშემატკივარი არ ვარ. არა, ვხუმრობ. უბრალოდ გიგა არ მომწონს, სულ ესა არის.”
– ის საქართველოში ახლახან გაემგზავრა, ასე არ თქვა..
“აქ კიდევ ადამიანი ბიჭი (ჟურნალისტი) ყოფილა, ვისაც ქართველები ჩემსავით არ მოსწონს. არა, რა თქმა უნდა, ქვეყანა საქართველოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. უბრალოდ, პირადად ის არ მომწონს, მასთან ურთიერთობა მქონია. ამ კვირაშიც კი გამოვიწვიე, აწონებისას აგრესიული ძაღლივით მიყურებდა, მე უბრალოდ გავიღიმე. თავს კი ისე აჩვენებს, თითქოს არ იცოდეს ვინ ვარ, მაგრამ კარგად იცის და ახლა თავსაც ვერ ამარიდებს. ვფიქრობ, მასთან ბრძოლას მივიღებ.” – აცხადებს ალჯიო.
ცნობისთვის, “სენიორ პერფექტომ” დღეს, UFC-ში მე-4 შეხვედრა ჩაატარა და მე-2 ბრძოლა მოიგო.





