21 წლის უკრაინელმა ძიუდოისტმა, დარია ბილოდიდმა წონითი კატეოგრია შეიცვალა. ახალგაზრდა ძიუდოისტი მომავალ ტურნირებზე 48 კილოგრამის ნაცვლად 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.
“ამჟამად 57 კილოგრამში უკრაინის პირველი ნომერი მარია სკორაიაა, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიის აღება დიდი კონკურენციის გამო ვერ შეძლო. ამასთან, მის მიერ კარიერის გაგრძელების საფრთხე არსებობს. არადა 57 კგ ძალიან მნიშვნელოვანი წონაა, რადგან გუნდურის არის და იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს პარიზის ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრებაში მონაწილეობა ამ წონაში ლიცენზია გვჭირდება. შესაბამისად, ვფიქრობ, ბილოდიდი მომავალ წელს 57კილოგრამში იასპარეზებს. ასევე ამ წონაში ჩვენ ახალგაზრდებსა და კადეტებში გვყავს რამდენიმე კარგი გოგონა და მიგვაჩნია, რომ მსოფლიო კონკურენციაში ღირსეულად ჩავერთვებით” – ვიტალი დუბროვას სიტყვებს ჯუდოს დღიურები ციტირებს.
დარია ბილოდიდი 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი ორჯერ გახდა, ევროპის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო და ერთხელ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ოლიმპიურ თამაშებზე კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.





