“მარგვეთი 2006″, რომელიც ლიგა 4-ში ასპარეზობს, შეკრების მე-2 დღეს ვარჯიშის ამსახველი კადრების ნაცვლად, სუფრის ფოტოებს ავრცელებს.
“მარგვეთის” თანამშრომელი დიმიტრი მაღრაძე გვერდის კომენტარებში წერს:
“ჩვენ აბსოლუტურად არავინ გვეხმარება, მთლიანად ფონდის გამოყოფილ ფულზე ვართ დამოკიდებული. შარშან ბიჭებმა გმირობა ჩაიდინეს, მხოლოდ სამი თვე მიიღეს ხელფასები, მაგრამ ბოლომდე იბრძოლეს და 150 ათასიან დაფინანსებაში მოხვდნენ, საიდანაც მხოლოდ 60%-90 ათასი ლარი შეგვიძლია ხელფასებში გავცეთ. ადმინისტრაციის არცერთი თანამშრომელი არ აიღებს აქედან ხელფასს და ეს თანხა მთლიანად ფეხბურთელების ხელფასებში წავა. მთელი სეზონის განმავლობაში ექნებათ სტაბილური, მე-4 ლიგისათვის შესაბამისი ხელფასი. შარშან დახმარებისათვის რომ მივმართეთ ზესტაფონელ ბიზნესმენებს, ერთმა 500 და მეორემ 1500 ლარი ჩაგვირიცხეს, მეტი თავი არავის შეუწუხებია. სამწუხაროდ, გარედან დახმარების გარეშე ჩვენ მეტი არ შეგვიძლია”, – წერს მაღრაძე.
“მარგვეთი 2006”-მა მე-4 ლიგის წითელ ჯგუფში, გასულ სეზონში 29 ქულა აიღო და მე-4 ადგილი დაიკავა.




