გიორგი პაპუნაშვილმა კვიპროსულ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ლიმასოლის “აპოლონთან” კონტრაქტი შეწყვიტა.
“აპოლონში “პაპუნაშვილის ტრანსფერი 2020 წლის 24 დეკემბერს გაფორმდა.
ის სხვადასხვა დროს, “დინამო თბილისში”, “ვერდერის” სარეზერვო გუნდში, “სარაგოსაში” და “რასინგში” თამაშობდა. მისი ფასი ტრანსფერმარკტზე მხოლოდ 300 ათასია.
გიორგიმ “სარაგოსას” რიგებში ლა ლიგა 2-ში 26 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა, ერთი გოლიც კოპა დელ რეიზე გაიტანა.





