ოზურგეთის “მერცხალსა” და აბაშის “ზანას” შორის მატჩი, რომელიც ფრედ 1-1 დამთავრდა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
შეხვედრას ოზურგეთის ‘”მერცხალი” იგებდა, როცა მათ კარში პენალტი დაინიშნა. მეკარემ ბურთის მოგერიება შეძლო, თუმცა მსაჯმა ჩათვალა, რომ მეკარემ წესები დაარღვია და ნაბიჯი წინ გადმოდგა.
თერთმეტმეტრიანი ხელმეორედ დანიშნა, რასაც “მერცხალის” ფეხბურთელების და გულშემატკივრების პროტესტი მოჰყვა.
კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა ვითარების განმუხტვა მოხერხდა და მატჩი გაგრძელდა, მაგრამ ‘”მერცხალის” ერთი ფეხბურთელი მსაჯმა მოედნიდან გააძევა.


