FIFA-ს პრეზიდენტკა ჯანი ინფანტინომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მფლობელის ილია კოკაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმარით მიმართა:
“ილია კოკაიას ხსოვნას…
ძვირფასო პრეზიდენტო!
ძვირფასო პრეზიდენტო!
მინდა გამოვხატო ჩემი წრფელი და გულითადი სამძიმარი ილია კოკაიას ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით. სიტყვები უძლურია გადმოსცეს ის სევდა, რომელსაც ჩვენ ამ დანაკლისის გამო განვიცდით.
ქართული ფეხბურთის დიდი მოღვაწე, წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების საქმეში… მისი მიღწევები და მემკვიდრეობა, განსაკუთრებით მისი ხასიათი, ლიდერობის უნარი და მისი ადამიანური თვისებები არასდროს იქნება დავიწყებული და ის ნამდვილად ყველას დაგვაკლდება.
ფიფა-სა და საერთაშორისო საფეხბურთო საზოგადოების სახელით, გვინდა მივუსამძიმროთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და განსაკუთრებით, ილიას ოჯახს, მეგობრებსა და ყველა მის საყვარელ ადამიანს. თანაგიგრძნობთ!
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანადგომის სიტყვები მცირედით მაინც დაგამშვიდებთ და განუგეშებთ ამ მძიმე დროს …
პატივისცემით, ჯანი ინფანტინო. ფიფას პრეზიდენტი” – წერია ინფანტინოს წერილში.
შეგახსენებთ, რომ ილია კოკაია დედაენის მწვერვალზე უბედური შემთხვევის დროს გარდაიცვალა.





