არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან სლემზე, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი ნახევარფინალში დამარცხდა, თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
ლაშამ ნახევარფინალამდე დიდი გზა განვლო, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა პირველ წრეში დაისვენა, 1/8 ფინალში მოლდოველ მეტოქეს სძლია, 1/4 ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა, ნახევარფინალში კი დაძაბულ ბრძოლაში დამატებით დროში უზბეკ ტურაევთან დამარცხდა.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ლაშა შავდათუაშვილის მეტოქე სლოვენიელი ჰოიაკი იქნება.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი შემოგთავაზებთ.





