საქართველოს ნაკრების და “ზირას” 26 წლის ფეხბურთელმა დავით ვოლკოვმა “საბაილს” გაუტანა. აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-11 ტურის მატჩში “ზირამ” შინ “საბაილი” მიიღო და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
დავით ვოლკოვმა შეხვედრის 47-ე წუთზე თავისი გუნდის უპიარატესობა ორამდე გაზარდა, მატჩის 74-ე წუთზე კი საგოლე გადაცემა მიითვალა და თავისი გუნდის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი იქონია.
შეგახსენებთ, რომ დავით ვოლკოვმა რამოდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრების მაისურით ამხანაგურ მატჩში უზბეკეთს სადეიუტო გოლი გაუტანა.
26 წლის თავდამსხმელს აზერბაიჯანის ჩემპიონატში 11 მატჩში 9 გოლი აქვს და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.





