საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ, წლის დასკვნითი ამხანაგური მატჩისთვის თბილისში ემზადება.
15 ნოემბერს ვილი სანიოლის გუნდი გორში უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ეროვნული ნაკრების დებიუტანტმა დავით ვოლკოვმა მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
“ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს უდიდესი სიხარული. აქედან გამომდინარე, ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მატჩში მონაწილეობის შანსი მომეცა. რაც შეეხება უზბეკეთის წინააღმდეგ გასამართ მომავალ შეხვედრას, ყველანი 100 პროცენტიანი კონცენტრაციით ვემზადებით. ვცდილობთ, რომ ამ მატჩსაც ისე მივუდგეთ როგორც ოფიციალურ თამაშს, რადგან ეროვნულ ნაკრებში ამხანაგური შეხვედრა არ არსებობს. ბოლომდე დავიხარჯებით და იმედი მაქვს, რომ წელს დადებითი შედეგით დავასრულებთ”, – განაცხადა ვოლკოვმა.
საქართველოს და უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 15 ნოემბერს 18:00 საათზე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.





