საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 27:31 დამარცხდა.
პირველ ტაიმში უპირატესობას ქართველი ხელბურთელები ფლობდნენ, მაგრამ ტაიმი მხოლოდ 16:15 მოიგეს.
ქართველი ხელბურთელები მე-2 ტაიმშიც ახერხებდნენ წინ ყოფნას 4 გოლის სხვაობით, მაგრამ მატჩის ბოლოს ესტონელებმა უპირატესობა მოიპოვეს და გაიმარჯვეს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს ნაკრებმა მე-2 ჯგუფში დიდი ბრიტანეთი (32:26) დაამარცხა. ფინეთთან კი ფრედ (29:29) ითამაშა. საბოლოოდ ქართველი ხელბურთელები ჯგუფში 3 ქულით მე-3 ადგილზე გავიდნენ. მეორე შესარჩევ ეტაპზე კი თამაშის უფლება ფინეთმა და ესტონეთმა მოიპოვეს.






