საქართველოს ნაკრების 22 წლის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ კონფერენს ლიგის მატჩში “პარტიზანის” წინააღმდეგ ასისტი მიითვალა. ბელგიურმა “გენტმა” შინ “პარტიზანი” მიიღო, მატჩში ფრედ 1:1 დასრულდა.
შეხვედრის მე-80 წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე პასით ტისუდალიმ ანგარიში გააათანაბრა.
ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში, მე-2 ასისტი მიითვალა.
“გენტი” კონფერენს ლიგის B ჯგუფში 10 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.





