29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წლის სეზონი დაასრულა, რადგან ნიკამ სტოკჰოლმის საერთაშორისო ტურნირიდან განაცხადი გამოიტანა.
მიზეზი სავარაუდოდ მცირე ტრავმაა, რის გამოც ნიკას წელს კორტზე ვეღარ ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ბოლოს პარიზის მასტერსზე იასპარეზა და ფრანგ ადრიან მანარინოსთან დამარცხდა. მანამდე კი ქართველმა ჩოგბურთელმა ინდიან ველსის მასტერსის ფინალი ბრიტანელ კამერონ ნორისთან წააგო.





