საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში “ესტონეთთან” მინიმალური სხვაობით დამარცხდა, თუმცა ჯგუფში მეორე ადგილი და ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მე-4 ჯგუფში ასპარეზობდა, სადაც “ისლანდიასთან” ფრედ 1:1 ითამაშა, უნგრეთს 0:1 მოუგო, ესტონეთთან კი მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.
გიორგი ჩიტაურის გუნდმა საბოლოო ჯამში ჯგუფში 4 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და ელიტ რაუნდში დამსახურებული ადგილიც მოიპოვა.





