უნგრეთში მიმდინარე, ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი ჩაატარა. ჯვაროსნებმა მასპინძელი უნგრეთის ნაკრები ანგარიშით 0:1 დაამარცხეს.
შეხვედრა საკმაოდ დრამატული გამოდგა, მატჩის მიწურულს 86-ე წუთზე ალექსანდრე ნარიმანიძემ სტუმრები დააწინაურა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
გიორგი ჩიტაურის გუნდი 2 ტურის შემდეგ, 4 ქულით მე-4 ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. უმცროსი ჯვაროსნები მომდევნო მატჩს 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:00-ზე ესტონელი თანატოლების წინააღმდეგ გამართავენ.





