საქართველოს ნაკრების 20 წლის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა “ზენიტს” გაუტანა. რუსეთის პრემიერ ლიგის მე-11 ტურის მატჩში ტულას “არსენალმა” შინ “ზენიტი” მიიღო და ანგარიშით 2:1 დააამარცხა.
შეხვედრის 53-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა თავისი გუნდი დააწინაურა. მატჩის 88-ე წუთზე ძიუბამ ანგარიში გაათანაბრა, 90-ე წუთზე კი კანგავამ გატანილი გოლით მასპინძლებს მოაგებინა. ზურიკო დავითაშვილი შეხვედრის მიწურულს შეცვალეს.
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაშია, რამოდენიმე დღის წინ ზუკამ საქართველოს ნაკრების მაისურით მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში კოსოვოს გაუტანა.
ტულას “არსენალი” მომდევნო მატჩს 23 ოქტომბერს “როსტოვის” წინააღმდეგ ჩაატარებს.





