თბილისის „დინამოს“ 18 წლის ფეხბურთელი, გიორგი ჩხეტიანი 1-წლიანი იჯარით „ბრაგაში“ ითამაშებს.
ინფორმაცია პორტუგალიურმა გუნდმა დაადასტურა. წინასწარი შეთანხმებით, ჩხეტიანი „ბრაგას“ 23-წლამდე გუნდში იქნება.
18 წლის ფეხბურთელს „დინამოს“ შემადგენლობაში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული. მას ასევე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში უთამაშია.
View this post on Instagram





