29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალში ეთამაშება 22 წლის ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას 23 სექტემბერს დაუპირისპირდება.
ATP-ს რეიტინგში ნიკას 36-ე ადგილი უკავია, დავიდოვიჩ ფოკინა კი 45-ეა. ესპანელ ჩოგბურთელს კარიერის პიკი წლეულს ივლისში ჰქონდა, როდესაც კლასიფიკაციაში 32-ე პოზიციას უწია.
თუ ბასილაშვილმა ხვალ მერვედფინალის მოგება მოახერხა, მეოთხედფინალში ფრანგ გაელ მონფილსსა და გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს შეხვედრაც 23 სექტემბერს გაიმართება.
მეცის საერთაშორისო ტურნირზე ნიკოლოზმა ყველაზე წარმატებულად 2017 წელს ითამაშა, როდესაც ნახევარფინალამდე მივიდა და ფრანგ ბენუა პერთან წააგო. 2018 და 2019 წლებში ნიკოლოზმა მეოთხედფინალში გააღწია, შარშან კი ტურნირი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარებულა.





