“ევერტონის” ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი კარიერას ყატარში გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალ რაიანმა 30 წლის კოლუმბიელ ფეხბურთელთან დაკავშირებით, ინგლისურ კლუბთან შეთანხმებას უკვე მიაღწია. საუბარია საიჯარო ხელშეკრულებაზე.ხამესმა ახალი კლუბისთვის სამედიცინო შემოწმების გავლაც მოასწრო და უახლოეს მომავალში იჯარა გაოფიციალურდება.
შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელი ევერტონში გასული წლის სექტემბერში გადაბარგდა, იქამდე კი მადრიდის “რეალის”, მიუნხენის “ბაიერნის”, “მონაკოს”, “პორტუს”, არგენტინული “ბანფილდისა” და კოლუმბიურ “ენვიგადოს” ღირსებას იცავდა.




