ტოკიოში მიმდინარე სუმოისტთა საშემოდგომო სუპერტურნირზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა ტოჩინოშინმა. ქართველი რიკიში მეათე საშეჯიბრო დღეს მე-8 მაეგაშირა ტობიზარუს შეხვდა მარტივად, იორიტაოშის ილეთით დაამარცხა.
შედეგად, ლევან გორგაძის ბალანსი ამ მოგების შემდეგ 4:6-ზე გახდა. ტოჩინოშინს დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად კიდევ 4 მოგება სჭირდება.
აკი ბაშოზე ქართველი რიკიშის მომდევნო მეტოქე მე-16 მაეგაშირა ტოკუშორიუ იქნება, რომელსაც ლევანი ურთიერთ შეხვედრებში მინიმალური სხვაობით უგებს (4:3). ორთაბრძოლა ხვალ გაიმართება.





